დღეს ქართული თეატრის დღეა. პანდემიის გამო თარიღი არ აღინიშნება. თეატრალების მისალოცი ღონისძიება დისტანციურად გაიმართება. ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დასმა რამდენიმე პრემიერა მოამზადა და როგორც კი ეპიდ ვითარება დასტაბილურდება და შეზღუდვები მოიხსნება, მაყურებელი ახალ წარმოდგენებს იხილავს. ქართული თეატრის დღე XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.