ინტერპოლმა ბეირუთის პორტში შარშან მომხდარი აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. მაშინ პორტში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ინტერპოლის მიერ ძებნილთა შორის ერთი ბიზნესმენი და იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ბეირუთში ამონიუმის გვარჯილა ჩაიტანეს, ხოლო მეორე ამავე გემის კაპიტანია. შარშან ლიბანის სასამართლომ რუსეთის ორივე მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა პორტუგალიელ ბიზნესმენზე, რომელიც ამონიუმის გვარჯილით ვაჭრობდა და 2014 წელს ბეირუთში გაჩერებულ გემზე ტვირთი დაათვალიერა. 2020 წლის დეკემბერში ლიბანის პროკურატურამ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი ლიბანის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჰასან დიაბს და ფინანსთან ექს-მინისტრსაც წაუყენა.