საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის ბათუმის ''დინამოს'' შემადგენლობა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ დატოვა.
26 წლის ფეხბურთელს ბათუმურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ცინცაძემ ''დინამოში'' ერთი სეზონი გაატარა და 9 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.
ბათუმის ''დინამო'' 8 ფეხბურთელმა: მათე ცინცაძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გოთფრი ობოაბონამ, იჰორ ლიტოვჩენკომ, კიჭი მელიავამ, ვაჟა ფაცაციამ და რეინალდომ დატოვა, ლადო თავლიშვილმა კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.