ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.
''საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ეს ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ამ ჩამონათვალში შედის 35 ქვეყანა. მაგალითისთვის ეს არის აშშ წამლის და კვების სააგენტო, გერმანიის და ევროპის მარეგულირებლები. მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება. ასევე, ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს.
ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან - „სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინ წასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება, მაგრამ არც ერთი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“, რომლებიც არის ის კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.