საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით საპატრიარქოში კორონავირუსზე ტესტირება 55 ადამიანს ჩაუტარდა, მისივე განცხადებით პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. როგორც იცით კორონავირუსი დაუდასტურდა პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, რომელიც ილია მეორეს იუბილეზე იმყოფებოდა.