სოციალური დახმარების სააგენტომ დღეს სოციალურად დაუცველ სურმანიძეების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტი გადასცა. სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამა რეგიონის მასშტაბით მოქმედებს და დღემდე 165-მა ოჯახმა ისარგებლა. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბენეფიციარებმა მათთვის საჭირო ნივთების მისაღებად სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ.