ბათუმის ''დინამო'' კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს

08 იანვარი 2021, 22:23 1497 ნახვა

ეროვნული ლიგის დაწყებამდე ბათუმის ''დინამო'' ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარზე. ბათუმელები კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. ''დინამოს'' 25 წლის ფრანგი ტანმაღალი ფორვარდი ვამარა სანგოგო და 26 წლის უკრაინელი ოლექსანდრ აზაცკი შეუერთდებიან.

ვამარა სანოგო გასულ სეზონში პოლონეთში ვარშავის ''ლეგიაში'' ასპარეზობდა, სადაც ტრამვის გამო მხოლოდ 46 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე 25 წლის ფორვარდი ასევე პოლონურ ''ზაგლებიეში'', ფრანგული ''მეცის'' სარეზერვო გუნდში და ინგლისურ ''ფულტვუდში'' ასპარეზობდა. ფეხბურთელმა ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში ივნისში მიიღო მონაწილეობა და მისი სატრანსფერო ღირებულება 200 000 ევროს შეადგენს.

რაც შეეხება ოლექსანდრ აზაცკის, უკრაინელი მცველი ბოლოს ჩეხური ოსტრავას ''ბანიკში'' იყო, სადაც მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.

26 წლის აზაცკის საქართველოში ''ტორპედოს'' შემადგენლობაში ჯამში 35 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. უკრაინელი სხვადასხვა დროს ჩეხურ ''ჟილინაში'', უკრაინულ ''ჩერნომორეცში'', ''მეტალისტში'' და კიევის ''დინამოს'' სარეზერვო გუნდში თამაშობდა. ტანმაღალი მცველის მაშინდელი სატრანსფერო ფასი 250 000 ევროს შეადგენს. ბათუმის ''დინამომ'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოფიციალურად უკვე 5 ფეხბურთელი გაიფორმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში