ავარიული დაზიანების გამო განთიადსა და მახინჯაურში წყალი გაითიშა 

07 იანვარი 2021, 16:54 1191 ნახვა

,,ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, განთიადისა და მახინჯაურის ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. მოსახლეობას წყლის მიწოდება ხვალ, 8 იანვარს დილით აღუდგება. 

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი