შერმადინი 2020 წლის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია

07 იანვარი 2021, 10:38 918 ნახვა

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2020 წელის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა.

სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ გიორგი შერმადინი პირველი იყო.  ქართველი ცენტრი თამაშების უმეტესობაში MVP-ის ტიტულს ეპატრონებოდა. “გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან." წერს ACB.COM.

31 წლის შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის გამოკვეთილი ლიდერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში