აშშ-ის სენატი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს

06 იანვარი 2021, 14:51 1233 ნახვა

აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა გაიმართება, რომელზეც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ. რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებენ. სენატორები ე.წ. მერყევ შტატებში სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება, რაც იმ პირობებში, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები უმრავლესობას ფლობენ, ნაკლებად სავარაუდოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი