კორონავირუსით გარდაცვლილი პროფესორი, ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძესი დღეს მახათას მთაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ენათმცენიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით თბილისში, საავადმყოფოში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტარიელ ფუტკარაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ტარიელ ფუტკარაძე იყო თსუ-ს ახალციხის ფილიალის თანადამფუძნებელი, ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.