აჭარაში განმეორებითი ტალღის რისკი შედარებით დაბალია - თამარ გაბუნია 

05 იანვარი 2021, 13:21 1646 ნახვა

"აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა და იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.

"საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და ქვეყნის მასშტაბით  2900 საწოლი არის თავისუფალი. გარკვეული საწოლები დაუბრუნდა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით აჭარაში", - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში