დადასტურდება თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ეს ხვალ გაირკვევა. სამი საეჭვო შემთხვევიდან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ორი არ დადასტურდა, ხოლო ერთს ამ დრომდე იკვლევენ. კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.
ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს. ამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა. აიკრძალა ფრენები ევროპის მიმართულებით. მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.