საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა-ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
გასული24 საათში ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 415 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 664, ხოლო კოვიდსასტუმროში – 858.