ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია

31 დეკემბერი 2020, 16:39 1846 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მერიის ორგანიზაციების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ალექსანდრე მჟავანაძე უხელმძღვანელებს, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ჯაბა ბერიძე დაიკავებს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად თენგიზ აფხაზავა დაინიშნა, ბათუმის კულტურის ცენტრს ირაკლი შაფათავა, საჯარო ბიბლიოთეკას თეონა ბერიძე, ხოლო ბათუმის სპორტულ ცენტრს მინდია გოგუაძე უხელმძღვანელებს.

კადრების შიდა გადანაცვლების შედეგად, სანდასუფთავებას სულხან ევგენიძე, სოციალური სერვისების სააგენტოს მამუკა შამილიშვილი, ბათუმის სასაფლაოებს კი, ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს.

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკრეტული მიმართულებების გაძლიერების მიზნით იქნა მიღებული. მისივე თქმით, ყველა კადრი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი