ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. ამ წუთებში საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იწყება. დღეს, დეპუტატები ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია ის ლაშა სირაბიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც ''ქართული ოცნების'' სიით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.
ამ დრომდე ვაჟა რამიშვილი შპს „ბათუმის სანდასუფთავებაში“ მუშაობდა.
2015 წელს კი ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.