ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა. ის ცნობილი იყო მისი ავანგარდული სტილით, უპირატესობას ანიჭებდა გეომეტრიულ ფორმებსა და მოტივებს. პიერ კარდენის ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.