აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ოჯახების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ასევე მიზნობრივი სოციალური დახმარებისთის.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, პროცესი მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
''მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება გრძელდება, როგორც სუბსიდირების ასევე მათი შემოსავლების კომპენსირების ნაწილში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ, დღეს, ხვალ, მომავალ დღეებში მათი მიზნობრივი, როგორც სოციალური და სასურსათო ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები.
ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ოჯახს, სახელმწიფოსგან ჰქონდეთ აბსოლუტური მხარდაჭერა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არავინ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ეს არის მთავარი ამოცანა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.