მოვუწოდებ მოსახლეობას კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაშიც ჩაიტარონ ტესტირება - პაატა იმნაძე

29 დეკემბერი 2020, 11:53 985 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსზე ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი მივიდნენ და ტესტი ჩაიტარონ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, უფასო ტესტირებით შეუძლია ტაქსის მძღლებმაც ისარგებლონ.

"სისტემა მზად არის, რომ ყოველდღიურად 20 000 ტესტი აკეთოს და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მიბრძანდნენ, თუ ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, რომ კოვიდი აქვს, არ არის საჭირო ქონდეს გამოხატული სიმპტომები, შეუძლია მივიდნენ ნებისმიერ იმ დაწესებულებაში სადაც ტესტირება ტარდება და ჩაიტარონ კვლევა.

ასევე დღეს უკვე ოფიციალურად იქნება გაჟღერებული, რომ ტაქსის მძღოლებისთვის აბსოლუტურად უფასოა იგი, მიბრძანდნენ და ჩაიტარონ ტესტირება"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი