დადგება თუ არა ახალი წელი ახალი გაზრდილი ტარიფებით - დილიდან სემეკში სხდომა მიმდინარეობს. განიხილება 4 კომპანიის განაცხადები ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიასა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფი ეს ჯერ უცნობია. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანიები ტარიფის ზრდას გარდაუვლად მიიჩნევენ.