ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალია 2 000 ადგილი - გიორგი გახარია

29 დეკემბერი 2020, 11:16 976 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალია 2 000 ადგილი. გიორგი გახარიას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემა მდგრადია და შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს. 

პრემიერის განმარტებით, სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის განმავლობაში იქნება საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა.

''კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. მაგალითად ეს არის მარტივი წესების დაცვა, რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. 

რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და უფრო სწრაფად აღდგება ეკონომიკა. 

რაც უფრო მეტი ტესტი ჩატარდება, მით უფრო დიდი იქნება გამოვლენა და შესაბამისად მკურნალობა. რაც უფრო სწრაფად გვექნება ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ  ამ ეპიდემიას.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებს, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. საბოლოო ჯამში პანდემიაზე გამარჯვება ცალკე აღებული ვერ იქნება ქვეყნის წარმატების გარანტია. ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევუნარჩუნოთ სწრაფი აღდგენის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი