სრული ლოქდაუნი არ იქნება ეს არის ჭორი - გიორგი გახარია

29 დეკემბერი 2020, 11:22 5917 ნახვა

არანაირი ლოქდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა განსაკუთრებით გადაადგილებაზე არ არსებობს და არ იქნება, ეს არის ჭორები. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

"არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა არ იქნება, არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს ვგრძნობთ, რაც მთავარია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის. ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა განსაკუთრებით გადაადგილებაზე არ არსებობს და არ იქნება, ეს არის ჭორები" - აცხადებს გიორგი გახარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი