ლონდონისა და ბრიუსელის დროებითი შეთანხმება

28 დეკემბერი 2020, 17:24 1073 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა.  ამის შესახებ კომიტეტის პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა.

„ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მომავალი წლის პირველი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ახლა დოკუმენტი  ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომაც ხვალისთვის არის ჩანიშნული.  24 დეკემბერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე კომპრომისს მიაღწიეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში