უკრაინა ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს. უკრაინა არასდროს გასცდება ორ ფუნდამენტურ პრინციპს. იგი ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის.
უკრაინა განაგრძობს თავის გზას, როგორც ევროპული ქვეყანა, როგორც დასავლეთის ნაწილი, ვინაიდან „რუსულ სამყაროსთან“ კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა. უკრაინის სვლა ევროატლანტიკური დასავლეთისკენ შეუქცევადია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.