გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან - გამყრელიძე

28 დეკემბერი 2020, 12:46 977 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

"დღეს, საბჭოზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის იანვრის განმავლობაში ტესტირების მეტად გაიოლებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით. ტესტირებას დაექვემდებარებიან ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩაერთვნენ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, რადგან ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალები, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენიმე ღია საკოლმეურნეო-სასურსათო ბაზრობაზე ჩატარებულ ტესტირებას"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში