ნახევარ კილომდე ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მუხლით მიმდინარეობს.