სოციალურად შეჭირვებულების მდგომარეობა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რამდენიმე თვით მთლიანად გააჩერა ეკონომიკა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რიტმი შეცვალა. მიმდინარე წელს არაერთი ოჯახის პრობლემა გავაშუქეთ, ახალი ამბების სამსახურში უამრავი ზარი შემოვიდა, სოციალურ ქსელში ბევრი წერილი მივიღეთ და ჩვენს ოფისში დახმარების თხოვნით უამრავმა ადამიანმა მოგვმართა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში ახალი წელია, სოციალურად შეჭირვებულების საზრუნავი არა საახალწლო სუფრა, არამედ საარსებო წყაროს ძიებაა. ლოლა ტუმასიანი და დათო მათითაიშვილი ესტუმრნენ ოჯახებს, სადაც კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილი ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება უჭირთ.