საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

26 დეკემბერი 2020, 18:16 1475 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომელთაც ოპერატიული გზით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოჰქონდათ გამამტყუვნებელი განაჩენი.,,საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა", — წერია იემსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში