ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლში

26 დეკემბერი 2020, 11:54 1521 ნახვა

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ქობულეთური სამზარეულოს შესახებ, ასევე მომზადდა ვიდეო გაკვეთილები და ფოტო რეცეპტები, სადაც მზარეულებმა კერძების, როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. საიმიჯო რგოლების, ვიდეო გაკვეთილების, ფოტო რეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ სემინარების, ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინ პლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში