საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.