გაუჩინარებულ ჯარისკაცს ამ დრომდე ეძებენ

24 დეკემბერი 2020, 11:46 970 ნახვა
00:00
00:00

მეოთხე დღეა სამართალდამცველები ავღანეთის მისიის ქართველ ჯარისკაცს უშედეგოდ ეძებენ. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილის კვალზე პოლიცია ამ დრომდე ვერ გავიდა. გაუჩინარებული სამხედროს ოჯახის წევრები ცოტახნის წინ გამომძიებლებმა გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოჯახის ინფორმაციით, მას მობილური ტელეფონი თან არ აქვს და ზურგჩანთაც  ყაზარმაში დატოვა.  გავრცელდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც, რომელშიც ჩანს, რომ თეიმურაზ გიუნაშვილი ვაზიანის  სამხედრო ბაზას 21 დეკემბერს დღის საათებში ტოვებს და ამის შემდეგ ქრება მისი კვალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი