თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოიგო. მოსკოველები ევროლიგის მე-15 ტურში ფრანგულ „ვილერბანს“ ესტუმრნენ და 87:78 დაამარცხეს. თორნიკემ 29 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 31 ქულას მოუყარა თავი. ცსკა მომდევნო მატჩს 30 დეკემბერს მილანში „არმანის“ წინააღმდეგ გამართავს.