საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი - გიორგი გახარია

23 დეკემბერი 2020, 13:04 937 ნახვა

რეალურად, სად ვართ დღეს ჩვენ, პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება შედეგი, ეს იქნება ის, რაც დარჩება, როგორც შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს, შემდგომი არჩევნების პირობებშიც, საქართველოს მოქალაქე შესაბამის შეფასებას მისცემს.

''საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს

საბოლოო ჯამში, მე ასე ვაფასებ ამ პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს  და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი