„ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატს უსმენენ

23 დეკემბერი 2020, 11:43 1171 ნახვა

საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიას განცხადებით, საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. მან იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულ მოქალაქეებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხება. გიორგი გახარია  შეიძლება ითქვას,   მოსახლეობას დაპირდა, რომ  მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს, რამაც   მისი თქმით, არ უნდა  იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ჯანდაცვის სისტემაზე საუბრის დროს პრემიერობის კანდიდატმა  თქვა,  რომ  გლობალური პანდემიის პირობებში  განსაკუთრებული სფეროები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში,  ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც უნდა გაგრძელდეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი