რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს - დავითულიანი

22 დეკემბერი 2020, 11:35 781 ნახვა

„ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რუს ჟურნალისტს დღეის მდგომარეობით ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს. მაქსიმ შევჩენკოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი 2009 წელს ჰქონდა დარღვეული.

მისივე თქმით, მაქსიმ შევჩენკო პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, საქართველოსადმი კეთილგანწყობილია, ახლა კი ის რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი ხდება. 

''ის, ამის შემდეგ, საქართველოში არაერთხელ იყო და რატომღაც, ამბავი დღეს ატყდა. ეს ადამიანი საქართველოში მას შემდეგ ჩამოდის, რაც ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა 2015 წელს. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მაქსიმ შევჩენკო განსაკუთრებულ პირობებში იყო, მსგავსი არაფერი ყოფილა, ის ბიზნესჯგუფმა მოიწვია, მან ბიზნესაკრედიტაცია შეავსო და გამარტივებული წესით შემოვიდა. ამიტომ, ადგილი აქვს შეთქმულების თეორიებს.

დახმარება რაში სჭირდებოდა, კანონი არ დაურღვევია და აკრედიტაციის წესი შეავსო. თუ იმის დაკავშირება გინდათ, რომ ის საქართველოს ოკუპაციის მომხრე იყო და ამავდროულად, რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა აქ შემოსვლაში ხელი შეუწყო, დავაზუსტოთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში