ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა

21 დეკემბერი 2020, 16:04 5202 ნახვა

ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა. სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები:

. 100 000 ქულის ჩათვლით - შშმ პირები 

.  სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები 

.  მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 

.  ომში დაზიანებული შშმ პირები 

.  18 წლამდე ასაკის შშმ პირები 

.  100 000 ქულის ჩათვლით - მარტოხელა პენსიონერები 

.  200 000 ქულის ჩათვლით - 3 და მეტ შვილიანი ოჯახები 

.  უდედმამო ბავშვები 

.  მარტოხელა მშობლები 

.  ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 

.  სამამულო ომის ვეტერანები 

.  მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

მერიის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა.

სასურსათო კალათების შეძენისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მსგავსი პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება. 

''პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ფინანსური რესურსი, რომელიც წლის ბოლოს, როგორც აჭარის მთავრობას ასევე მუნიციპალიტეტებს შეეძლო მობილიზება, ეს  ყველაფერი სოციალურ საჭიროებებს მოხმარდებოდა.

ახალი ბიუჯეტის პირობებში მომავალ წელს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამულ ხასიათს მივცემთ სასურსათო უზრუნველყოფას და ამავე დროს დაემატება მედიკამენტების მიწოდებაც. 

კარგად გვესმის, რომ ეს არის მცირედი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ კონკრეტულ მოცემულობაში მოქალაქეებს და მათ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, თუმცა ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფართოვოდ არეალი, ისე რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვის  გარეშე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში