უარი მანდატებზე

21 დეკემბერი 2020, 15:10 1175 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას“  წევრები, 6 დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს.  მათ ინდივიდუალურად განცხადებები უკვე დაწერეს.  მეშვიდე წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილებას კი, რომელმაც გადაწყვეტილება  რამდენიმე დღის წინ შეცვალა და მანდატზე უარის თქმა გადაიფიქრა,  ნაციონალურ მოძრაობაში  სამწუხარო და არასწორი საქციელი უწოდეს. გიორგი კირთაძის თქმით, სავარაუდოდ მასზე ,,ქართულმა ოცნებამ“    რაღაც ტიპის  ზეწოლა მოახდინა.  რას გულისხმობდა ამ განცხადებაში კირთაძე, არ დააკონკრეტა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს , რომ რადგან წლის ბოლოა, დიდი ალბათობით განცხადებებს  მომავალ წელს განიხილავენ.  დავით გაბაიძის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით ოპოზიციას განცხადებების დატოვებიდან    7 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი