რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში თავისუფალია 336 საწოლი - აჭარის მთავრობა 

21 დეკემბერი 2020, 13:10 846 ნახვა

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება. ამ დროის მონაცემებით სტაციონარში 336 საწოლი თავისუფალია.

''ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. გამოვლინდა ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა. ჯამში გამოჯანმრთელდა 28 700 - მდე პირი. სამედიცინო დაწესებულებები და კოვიდ სასტუმროები მზად ყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. 

მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირების პროცესი და კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს საშუალება აქვთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში გაიკეთონ ტესტირება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში