ბათუმში ორი ოჯახი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა

20 დეკემბერი 2020, 12:23 598 ნახვა

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახი მერიამ დროებით სასტუმროში დააბინავა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ხანძრით გამოწვეულ ზიანს სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებულებს კომპენსაციას გადაუხდიან.

ხანძარი ბათუმში გუშინ საღამოს ორ ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მისი მარტივად აალება ხის კონსტრუქციის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის დროს მხოლოდ ერთ სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ცეცხლისგან თავის დაღწევა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში