7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ადამიანს, რომელიც ხელყუმბარით შეიარაღებული აფეთქებით იმუქრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მუქარის მუხლით დაიწყო.