კორონავირუსის გამო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საზღვარი იკეტება

19 დეკემბერი 2020, 13:20 882 ნახვა

აზერბაიჯანი 2021 წლის პირველ მარტამდე რუსეთთან სახმელეთო საზღვარს კეტავს, რაც დაკავშირებულია ორივე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან. ამის შესახებ მოსკოვში აზერბაიჯანის საელჩოში აცხადებენ.

„ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, რომლებიც დაინფიცირებული არიან კორონავირუსით როგორც აზერბაიჯანში, ისე რუსეთში, ასევე იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში საკარანტინე ზომები მკაცრდება, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა გადასვლა ჩერდება“ , - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი