აზერბაიჯანში 8 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

18 დეკემბერი 2020, 17:01 1463 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში გამოცხადებული გამარჯვების დღის თარიღი შეცვალა, რომელიც მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.

ალიევის 2 დეკემბრის  განკარგულების თანახმად, ქვეყანაში 10 ნოემბერი ყოველწლიურად სამამულო ომში გამარჯვების დღედ გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით თარიღი 8 ნოემბრით იმის გამო შეიცვალა, რომ 10 ნოემბერს თურქეთი ქვეყნის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის  ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა 10  ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი