მაკრონს კოვიდ-19 დაუდასტურდა

17 დეკემბერი 2020, 17:06 1058 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგეგმილი ყველა  ვიზიტი და შეხვედრა გადადო მას შემდეგ, რაც მას კოვიდ-19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერს მაკრონის წარმომადგენელმა განუცხადა.

მანამდე ელისეის სასახლემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  მაკრონი თვითიზოლაციაში გადადის, თუმცა მუშაობას  და მოვალეობის შესრულებას  დისტანციურად განაგრძობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი