გიორგი კვესელაძე ინგლისური პრემიერშიფის კლუბში გადავიდა

16 დეკემბერი 2020, 19:54 1174 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გიორგი კვესელაძემ ინგლისურ "გლოსტერთთან" ხელშეკრულება გააფორმა.

24 წლის კვესელაძემ შემოდგომის ერთა თასის ფარგლებში ნამდვილად კარგი ტურნირი ჩაატარა და შეუმჩნეველი არ დარჩენია პრემიერშიფის კლუბს. გიორგიმ ახალ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კვესელაძის თქმით ერთა თასის შემდეგ რამდენიმე შეთავაზება მიიღო ,თუმცა კარიერის გაგრძელება 147 წლის ისტორიის მქონე კლუბში გადაწყვიტა.

"გლოისტერს" პრემიერშიფის 5 ვერცხლის მედალი მოუპოვებია, ხოლო ორჯერ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულიც გამხდარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში