საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

14 დეკემბერი 2020, 14:35 691 ნახვა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს  საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე. აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება. სხდომაზე აღნიშნეს, რომ   სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოავლინეს. გასული 48 საათის განმავლობაში კი ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, მათ შორის, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 340 ობიექტზე, საიდანაც, 268 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირ სიტყვიერი წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 42 ობიექტი, საიდანაც 32 ობიექტი ფუნქციონირებდა წესების დაცვით, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა 3 ობიექტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში