ცოტა ხანში ახალ შეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს, ასევე დაგეგმილია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. თუმცა ოპოზიციის ბოიკოტიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვაკანტური დარჩება ყველა კომიტეტში მათთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის კვოტა. დღესვე სხდომას გამართავენ საფინანსო საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და წესების, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები. ცნობილია, რომ საკომიტეტო სხდომები აქციის პარალელურად ჩატარდება.