პანდემიურ ვითარებაში ონლაინ-გაყიდვები ვაჭრობის და საქმიანობის ყველაზე აქტუალური ფორმა გახდა.
ბევრისთვის ეს სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ჩვენი სიუჟეტის გმირი ამ პლატფორმით კორონავირუსის გამოჩენამდე დაინტერესდა და მისი თქმით, ამ ფორმით თავის რჩენა თავისუფლად შეუძლია.
დოდო მეფარიშვილი საჯარო მოხელეა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ მას საქმიანობა კიდევ უფრო გაუადვილა.