საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა ტაქსის მძღოლებმა სეზონური გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ

10 დეკემბერი 2020, 13:59 1134 ნახვა

საკოორდინაციო საბჭო ტაქსის მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

''საბჭოს სხდომაზე გაანალიზდა სეზონური გრიპების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვირუსზე, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე მათი მგზავრების ჯანმრთელობას'' - წერია ინფორმაციაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა და ყველას შეუძლია აიცრას. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში ყველანაირი ბარიერი მოიხსნა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი