რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ეს ძირითადი საკითხებია, რომლებიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით განიხილეს. როგორც ტვიტერზე დავით ზალკალიანმა დაწერა, მან თურქ კოლეგას ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში მისწრაფებისა და კოვიდ-19-ის დასამარცხებლად დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრი ასევე ესაუბრა ბულგარეთისა და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს. მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია იყო.