ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

09 დეკემბერი 2020, 10:19 3608 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და ამავე საავადმყოფოს ექიმი იყო. გარდაცვლილი 65 წლამდე ტრავმატოლოგია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შოთა ბერიძე კლინიკაში 6 დეკემბერს მოათავსეს და მას ფილტვების 45% დაზიანებული ჰქონდა.

"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს, კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ფილტვის 45 პროცენტიანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ფილტვების შეშუპების გამო, გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა. იგი ექიმი - ტრავმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მანამდე ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში